გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილზე - წყალწაღებული ხავსს ეჭიდება

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ყველა პარამეტრით ამაზრზენი და არაადეკვატური იყო - წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, - ასე ეხმაურება პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ შეფასებებს.

“ივანიშვილი გახარიას ამბრაზურასავით ეფარება და გვეუბნება, რომ მისი გადადგომა სამშობლოს ღალატია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რომელ სამშობლოს გულისხმობს. ამ სამშობლოში საქართველო აშკარად არ იგულისხმება. გახარიას გადადგომა რუსეთის ღალატი შეიძლება იყოს. ჩვენ ვნახეთ მთავრობის წევრებისა და უმრავლესობის კაკაფონია, რომ გიორგი გახარია მაგარი ტიპია. ახლა მას თვითონ ივანიშვილი ეფარება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მეორე ცინიკური განცხადებაც: - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ღამე ბრძანებას მივცემდიო. აშკარად „ეკაიფება“ ხალხს, რადგან გულისხმობს, რომ ეძინა. აქ ორი რამეა - თუკი მას ასეთ დროს ეძინა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა და თუ არ ეძინა და ამ ყველაფერს ტელევიზიით უყურებდა, მაშინ მინიმუმ ის უნდა გაეკეთებინა, რომ ის სისხლისღვრა გაეჩერებინა, რაც მისმა ხელქვეითებმა რუსთაველის გამზირზე გააჩაღეს. ყველა შემთხვევაში ძალიან სავალალო სურათი იკვეთება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას აზრით, მაღალი ალბათობით, ბრძანება 20 ივნისის აქციის დარბევასა და აქციის მონაწილეთა დასახიჩრებაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მიღებული და გიორგი გახარიასა და ანზორ ჩუბინიძის მიერ აღსრულებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა