ვლადიმერ კონსტანტინიდი სერგეი ლავროვის განცხადებებს ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს ეხმაურება.

„მოვისმინეთ სერგეი ლავროვის განცხადებები. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება, რამდენადაც საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას, რაც დადასტურებულია ევროკავშირის მიერ და ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.

ურთიეროებების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს. ჟენევაში მიმდინარე დიალოგის მიზანია რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა.

„რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესაძლო გაუქმების საკითხს განხილავს, თუ რუსებს იქ საფრთხე აღარ დაემუქრებათ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება ანტირუსული ისტერიის შემდგომი გაღვივების საფრთხისა და ზიანის სწრაფ გააზრებას. „მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში თავის თავში იპოვა ძალა ერთერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხტომის დასაგმობად. ამ არხზე შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, რამაც თვით ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება“, - განაცხადა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა