გიგი უგულავა - “ოცნების“ ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური პარტნიორია “პატრიოტთა ალიანსი“ ან ლევან ვასაძის გუნდი

ბიძინა ივანიშვილის “ოცნება“ 2020 წლისათვის კოალიციას ვერ შექმნის - მეტიც, “ქართული ოცნების“ დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა პარტიებში გადანაწილდება ან ცალკე გავა, - ასეთ პროგნოზს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აკეთებს.

უგულავას აზრით, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური არსებობა იმ ალგორითმით დასრულდება, რა ალგორითმითაც “მოქალაქეთა კავშირი“ დაიშალა და გაქრა“.

„ამავე დროს, დღევანდელი ლანდშაფტიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური პარტნიორი, რომელიც რუსული ოცნების სახელით შეგვიძლია მოვიხსენიოთ, არის “პატრიოტთა ალიანსი“ ან ლევან ვასაძის და მის მსგავსთა გუნდები, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად იქნება გაფორმებული როგორც რუსული მმართველობა. ამას საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს. ამიტომ ამის ალბათობაც საკმაოდ დაბალია. “ქართული ოცნება“ დარჩენილია მარტო. ის ერთ წელიწადში იმდენ ხელოვნურ პარტნიორს ვერ შექმნის, რომ არჩევნებზე 50%-ზე მეტი მიიღოს. ამიტომ მარტო დარჩენილი „ოცნება“ იმას ნიშნავს, რომ ის ვერანაირ კოალიციას ვერ შექმნის და ავტომატურად დაიშლება“, - აცხადებს გიგი უგულავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა