შუახევის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აჭარაში, დაბა შუახევში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან, დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფლის, ასევე, მაღალმთიანი აჭარის სხვა მცხოვრებლებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ საკითხზე გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და აქტუალური პრობლემები.

გახსნის ცერემონიაზე მისულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარუდგინა შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტი ირაკლი ხიმშიაშვილი, რომელიც თანამდებობაზე წინასწარ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

„იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები შუახევის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოსახლეობაში დაგროვილია რიგი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემები და უფასო კონსულტაციის მიღება ამ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციით „მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ“ მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმ დღესდღეობით რეგიონისთვის აქტუალური საკითხის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი, სამართლებრივად სწორად დაირეგისტრირონ უძრავი ქონება. ასევე ამომწურავი პასუხები გაეცა ადგილობრივებისათვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებს.

აღსანიშნავია, რომ შუახევში მცხოვრები 15 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი გადახდისუუნარო პირია. ისინი იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის 12 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

16 ივლისიდან, შუახევში ამოქმედდა იურიდიული დახმარების სამსახურის მე-9 საკონულტაციო ცენტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა