სოფო კილაძე - ივანიშვილმა გააჟღერა მნიშვნელოვანი გზავნილები

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა იყო გულწრფელი და ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანის ინტერვიუ, სადაც გაჟღერდა მნიშვნელოვანი გზავნილები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა“, თავისი სატელიტებით, კვლავ ცდილობს ქვეყანაში არიოს სიტუაცია და მოახდინოს დესტაბილიზაცია. მათ უნდათ რუსის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში, როგორც ეს უკვე ერთხელ გააკეთეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან არავინ საუბრობს გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებაზე. ეს “ნაცმოძრაობის“ სურვილია“, - აღნიშნა სოფო კილაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.

დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნება“ მეტად გააქტიურდება მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით და ახალგაზრდები უფრო მეტად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში.

“ამ მესიჯების გაჟღერებისთანავე, ბიძინა ივანიშვილზე ვხედავთ აქტიურ, ორგანიზებულ თავდასხმებს უშვერი სიტყვებით ნაცმოძრაობის სოციალური მედიის ზონდერების, “ტროლების“ და “ბოტებისგან“, მათ შორის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. “ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკურ ძალადობას ვეღარ ახერხებს ადამიანებზე, ისღა დარჩენია, ვერბალურად იძალადონ. ამას აკეთებენ წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი ფორმებით. ასეთი ლექსიკა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ცივილიზებული, ნორმალური, განვითარებული საზოგადოებისათვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა