პალერმოში მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

იტალიელმა სამართალდამცავებმა სიცილიური მაფიის ერთ-ერთი კლანის ხელმძღვანელობა გააუვნებელყვეს. მათ პალერმოში სპეცოპერაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად ჩაატარეს. იტალიის სახელმწიფო პოლიციის ცნობით, მაფიასთან ბრძოლის განყოფილების გამოძიება მიმართული იყო გავლენიანი კლანის „პასო დი რიგანოს“ წინააღმდეგ. დანაშაულებრივი ორგანიზაციის 19 სავარაუდო წევრია დაკავებული.

ოპერაციამ კოდური სახელით „New Connection“ მჭიდრო კავშირი გამოავლინა პალერმოს „კოზა ნოსტრასა“ და აშშ-ის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს, კონკრეტულად ნიუ-იორკის გავლენიან ოჯახს - გამბინოს შორის. პოლიციის ცნობით, კლანი „პასო დი რიგანო“ სურსათის საბითუმო მიწოდებით, კლასიკური გამოძალვით, ასევე აზარტული თამაშებითა და ონლაინ ტოტალიზატორების ბიზნესით იყო დაკავებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა