დავით ჭიჭინაძე - განვითარების მოდელი დღეს არც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და არც იმ ძალებს, რომლებსაც კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებენ

2020 წლისთვის გამოცხადებული კოალიციური მთავრობა და შესაბამისად განვითარების მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა შესთავაზონ, დღეს არც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და არც იმ ძალებს, რომლებსაც მოიაზრებენ ამ კოალიციურ მთავრობაში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, კოალიციური მთავრობა - სხვადასხვა შემადგენლობის პარტიებისგან, „ქართულ ოცნებას“ უკვე ჰქონდა 2016 წლამდე, რამაც დიდი შედეგი ვერ გამოიღო.

„არ მგონია, რომ ამ ფორმატში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით ვინმემ რამე შეძლოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და მითუმეტეს, რადიკალური ცვლილებებისთვის.

პირადად მე, არ ვაპირებ მსგავს ფორმატში თანამშრომლობას, იმიტომ რომ, მე ვთანამშრომლობ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სიტყვის, პირობის შესრულებაა მთავარი მიზანი, ანუ, ზოგადად ძალიან ფუნდამენტალური ცვლილებებია განსახორციელებელი, „ქართულმა ოცნებამ“ კი, სამწუხაროდ, ყველაფერზე უარი თქვა. თვითონ კოალიციური მთავრობა კი, სხვადასხვა შემადგენლობის პარტიებისგან, უკვე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2016 წლამდე. ვნახეთ, რომ შედეგი დიდად ვერ გამოიღო და ფინალში მაინც ერთპარტიული მთავრობისკენ წავიდნენ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა