დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებთან არარელევანტური შეკითხვები იყო - იყო ისეთი შეკითხვები, როგორიცაა - თქვენი საყვარელი მხატვარი, მწერალი

ცხადად გამოიკვეთა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიზანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გარკვეულწილად საბოტაჟი და დისკრედიტაცია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრებას სამსაათნახევარი დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატს არარელევანტური კითხვები დაუსვეს.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, განსაზღვრავს დროს, რომლითაც საბჭოს ყველა წევრი შეძლებს შეაფასოს თითოეული კანდიდატი.

„შეკითხვების მთელი რიგი ვიხილეთ, რომელიც აბსოლუტურად, არარელევანტური იყო იმ კრიტერიუმებთან და მათ მახასიათებლებთან, რომლითაც უნდა შეფასდეს მოსამართლეობის კანდიდატები, არიან თუ არა ისინი კეთილსინდისიერები, ღირსეულები და კომპეტენტურები. მაგალითად, იყო ისეთი შეკითხვები, რიგორიცაა - თქვენი საყვარელი მხატვარი, ნაწარმოები, მწერალი და ა.შ. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ამ პროცესის ჩაშლას და დისკრედიტაციას. ჩვენ, გავატარებთ გარკვეულ ღონისძიებებს, რომ ყველას, როგორც არამოსამართლე, ისე მოსამართლე წევრს გონივრული დრო მიეცეს იმისათვის, რომ შესაბამისი კითხვების დასმით მოგროვდეს იმფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომ კანდიდატების სათანადო შეფასებას. ანუ, იმ დროის გათვალისწინებით, რაც დასჭირდა პირველ კანდიდატთან გასაუბრებას საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების რაოდენობის მიხედვით განვსაზღვრავთ დაახლოებით დროს. აქვე ვაცხადებ, იმისათვის, რომ არ იყოს სპეკულაციები, არამოსამართლე წევრებისთვის დაწესებული დრო იქნება გაცილებით მეტი, ორჯერ მეტი, ვიდრე მოსამართლე წევრებისთვის. ხაზს ვუსვამ, დრო საკმარისი იქნება ყველასთვის გამოარკვიოს კანდიდატის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ ის შეაფასოს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი განმარტებით, პირველ კანდიდატთან გასაუბრების შედეგად, უჭირს საუბარი რამდენად შეძლებს საბჭო დღესვე მოახერხოს გასაუბრება დანარჩენ ოთხს კანდიდატთან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)