ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს.

“ძვირფასო პრეზიდენტო, მსურს მოგილოცოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა. ეს არის თქვენს მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობის და იმ ნდობის დადასტურება, რომელიც ასამბლეის წევრებს აქვთ თქვენდამი, რომ განაგრძოთ ლიდერობა.

ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, გაზრდილი საფრთხის ქვეშაა. იმ ინსტიტუტის მუშაობა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.

მოხარული ვარ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ისეთი ქმედითი წევრის ხელშია, როგორიც თქვენ ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გააგრძელებთ საქმიანობას იმავე აქტიურობით და პროფესიონალიზმით. მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო განახლებული მანდატით და მზად ვარ გავაგრძელო ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა“, - აცხადებს ჯოზეფ დოლი.

გიგი წერეთელი წინა კვირას, ლუქსემბურგში, მეორე ვადით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს