აქციის დაკავებული მონაწილე - არც ფარი გამომირთმევია ვინმესთვის, არც ხელი და ფეხი დამიმტვრევია, მხოლოდ მიწოლაში ვმონაწილეობდი, რასაც ვაცნობიერებ და ვნანობ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთმა კახა ღავთაძემ დუმილი დარღვია და 20 ივნისის დღე გაიხსენა.

როგორც აღნიშნა, პარლამენტში და პარლამენტის გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვინმეს მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა, არასწორია.

"20-ში მთელი დღე ვმუშაობდი ტაძარში, ფრესკას ვხატავდი. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, რა ხდებოდა პარლამენტში და ინტერესის გამო გავიარე პარლამენტთან. იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო. არც ფარი გამომირთმევია ვინმესთვის, არც ხელი და ფეხი დამიმტვრევია. მხოლოდ მიწოლაში ვმონაწილეობდი და ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაცვის მხარის მოთხოვნა კახა ღავთაძისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს, 12 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს