შს მინისტრი - შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა

სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები, - ამის შესახებ შს მინისტრმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდგომ განაცხადა.

კითხვაზე, სხვა პოლიციელებსაც დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირება იქნება, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, „საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისად ჩაატაროს გამოძიება“.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო