ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე - დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული,  გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი

დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები.

მელიას თქმით, ივანიშვილი გადაეფარა შინაგან საქმეთა მინისტრს და გაამართლა 20 ივნისს მოქმედებები, რითიც ირიბად დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძალება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი იყო მასთან შეთანხმებული.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და სიმართლე ვთქვათ, შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს დარჩენილი თავისი მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს პირველად, საჯაროდ, დემონსტრაციულად გადაეფარა გახარიას, რითიც გაამართლა ჯალათი გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და ამავე დროს, ირიბად დაადასტურა ივანიშვილმა, რომ უმოწყალოდ დარბევის და დაშლის ბრალება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი იყო მასთან შეთანხმებული.

ივანიშვილმა მოახერხა და დღეს პირველად განაცხადა, რომ შსს თავიდან ბოლომდე გახლავთ პოლიტიზირებული, გადაჭარბების გარეშე, ეს მან თქვა დღეს სიამაყით და დაამატა, რომ ერთ ადამიანზეა აგებული ეს სისტემა. როდესაც იგი ამბობს, რომ თუ შს მინისტრი არ იქნება გახარია, შსს არ იარსებებს, ეს მეტი არაფერი არ არის, თუ არა აღიარება იმისა, რომ სისტემა ჩამოყალიბებულია და აგებულია ერთ ადამიანზე, რომელიც ემსახურება ამ ოლიგარქს. ივანიშვილმა დღეს განაცხადა, ვციტირებ : რომ „გახარია, არის მაგარი კაცი და მისი თანამდებობიდან გადადგომა იქნებოდა ან იქნება სამშობლოს ღალატი“. აქ კი ნამდვილად უნდა დავეთანხმო , დიახ, ბატონო ივანიშვილო, ეს იქნება ღალატი, ოღონდ იქნება თქვენი სამშობლოს ღალატი და არა ჩვენი სამშობლოსი. თქვენი სამშობლო რუსეთის ღალატი იქნება თუკი გახარია გადადგება და აუცილებლად გადადგება და არა ჩვენი საქართველოს ღალატი.

თქვენი სამშობლოა რუსეთი, როდესაც ატარებთ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ამ ქვეყანაში, დიახაც, თქვენია სამშობლო რუსეთი, როდესაც თქვენ ყურს უგდებთ მხოლოდ ლავროვს, პუტინს, კალაშნიკოვს და სხვებს და ყურს არ უგდებთ ქართველ ახალგაზრდებს და სხვადასხვა თაობების წარმომადგენლებს, არ უგდებთ ყურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას და უტიფრად საუბრობთ, რომ თითქოს გახარიას გადაყენებას ითხოვს მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგებლები, ასე რომც იყოს, , 600 ათას ადამიანზეა საუბარი, მაგრამ ეს ასე არ არის.

ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „იფსოც“ კი გეუბნებათ თქვენ, რომ 71% კატეგორიულად ითხოვს ამ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენებას. დღეს, თქვენ, ივანიშვილო ღიად დაადასტურეთ თქვენი პრორუსული პოლიტიკა, არც ერთი სიტყვა არ წამოგცდენიათ ნეგატიურ ჭრილში გავრილოვთან დაკავშირებით, როგორც მისი ვიზიტის თაობაზე, ასევე მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი მოსკოვში ჩაფრინდა და იქიდან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს, არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე, რომლებიც კეთდება ლავროვისა და პუტინის მხრიდან“,- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა