კოტე კემულარია - დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელი და ჰოი საკვირველებავ, საბჭოთა ნაცადი ხერხით „უპოვეს“ იარაღი, რომელიც მას არასდროს უტარებია

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ გაათავისუფლებენ იმ პირებს, რომლებიც ანტისაოპუკაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკური დასასრული დაჩქარდება.

ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. დღეს რამდენიმე საათის წინ დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ აქტიური წევრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელი კობა კოშაძე და ჰოი საკვირველებავ, მას საბჭოთა ნაცადი ხერხით „უპოვეს“ თურმე იარაღი, რომელიც მას არასდროს უტარებია. მისმა მთელმა გარემოცვამ და ყველამ ვიცით, რომ კობას არასდროს უტარებია იარაღი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო გახარიას და ყველა იმ პირის, იმ სადისტების, ვინც თვალები დათხარეს პატარა გოგოებს, ჟურნალისტები დაასახიჩრეს, 6-მდე ადამიანმა თვალი დაკარგა, აი ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო და ეს ხალხი გმირებად გამოაცხადა. მინდა, მივმართო მას და ვუთხრა, ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა