ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურას 20-21 ივნისის  მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კამერის ჩანაწერი აქვს გამოთხოვილი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურას 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კამერის ჩანაწერი აქვს გამოთხოვილი. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი წარმომადგენლები, მას შემდეგ რაც ეჭვის ქვეშ დადგა ჩანაწერების ამოღების საკითხი, დაინტერესდნენ, შეისწავლეს საკითხი და გაირკვა, რომ საგამოძიებო ორგანოს ყველა კამერის, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულების კამერების ჩანაწერები აქვს ამოღებული.

ამასთან ლომჯარიას თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს ამ კადრების შესწავლა.

"ჩვენმა წარმომადგენლებმა, რა თქმა უნდა ნახეს მასალები, განჩინებები, რითიც იქნა ამოღებული ვიდეოჩანაწერები. ჩვენი შესწავლის შედეგად ნამდვილად არ მაქვს საფუძველი განვაცხადო ის, რომ რომელიმე მასალა ან სპეციალურად არ იქნა ამოღებული ან არ გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ამოღებულიყო ვიდეომასალა. ჩვენი გადამოწმებული ინფორმაციით, მით უმეტეს, როცა ეს ეჭვები და კითხვები გაჩნდა, არის ამოღებული ყველა შესაძლო მასალა როგორც კერძო პირებისგან, ისე საჯარო დაწესებულებების მხრიდან. ეს იყო პრაქტიკულად პირველი საგამოძიებო მოქმედება, რაც ჩაატარა პროკურატურამ. არის ზღვა მასალა. ჩვენი ინფორმაციით ამ მასალებს დღემდე შიფრავენ და აოქმებენ", - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა