ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ლომჯარიამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა წარმომადგენლებმა თითქმის 10 ტომი საქმის მასალები შეისწავლეს.

“თითქმის ერთი თვე არის, რაც მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, სადაც ჩვენ ვართ ჩართულები, წარმოდგენილი საზედამხედველო ფუნქციით. ეს საქმე ეხება შსს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწვალას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე. დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე დახლოებით 10 ტომის საქმის მასალის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300 ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების, მათ ვისაც ჰქონდათ ფიზიკური დაზიანებები. ასევე გამოკითხულია 50 - მდე ჟურნალისტი და 45 -ზე მეტი პოლიციელი და როგორც გვაქს ინფორმაცია ამ კვირაში დაიწყება მაღალი დონის მმართველი რგოლი გამოკითხვები ანუ პილიციის შემადგენლობაში მყოფი მენეჯმენტის. გარდა ამისა, დანიშნულია სამდიცინო ექპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, ამოღებულია ასევე და დაწყებულია გაშიფვრვა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრულია ყველა ვიდეოჩანაწერის, მათ შორის როგორც მედიით გასული ვიდეოჩანაწერის ასევე კერძო და საჯარო ობიქტებზე არსებული ჩანაწრები იქნა ამოღებული", - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ გამოძიება, მხოლოდ ცალკეული პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე არ კონცენტრირდეს.

"ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტების გამოძიებაზე. მთავარი ამოსავალი და აქცენტი უნდა იყოს ის, რომ დაიხატოს მთელი სურათი თუ რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება არსებულ ინსტრუქციებს თუ საკანომდებლო რეგულაციებს. აქცენტი უნდა იყოს იმაზე, როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რა ბრძანებები იყო გაცემული, ვინ იყო ამ ბრძანებების გაცემაზე პასუხიმგებელი პირი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი “, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა