ნინო ლომჯარია ყველა მხარეს ურჩევს,  „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყველა მხარეს ურჩევს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ალბათობით სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალებას დატოვებს და ამიტომ მნიშვნელოვანია შეჯერებული იყოს პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„ყველა ველოდებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებების გაკეთება, თუ გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია გავეცნოთ გადაწყვეტილებას, რომ ცალსახად შევჯერდეთ ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ითხოვს ან რას დაადგენს სასამართლო. არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული ინტერპრეტაციის სივრცე დატოვოს გადაწყვეტილებამ და იმისთვის, რომ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯები არ გადაიდგას, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დრო არსებობდეს იმისთვის, რომ ყველა ობიექტური, კომპეტენტური, კვალიფიციური მხარე შეთანხმდეს თუ რას გულისხმობს სასამართლო და რეალურად რა მუხლის დარღვევას დაადგენს ან არ დაადგენს.

ამიტომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ არ იყოს არანაირი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მოღებული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკვე შემდგომ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, რაც გვაჩვენებს, თუ რა მოლოდინები ექნება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა