ირაკლი კობახიძის შეფასებით, აჭარაში თორნიკე რიჟვაძე საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი იქნება

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აჭარაში თორნიკე რიჟვაძე საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი იქნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე არის როგორც აჭარის მთავრობის ლიდერი, ასევე პარტიული ლიდერი.

“შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის მიიღებს უმაღლეს პარტიულ თანამდებობას. თორნიკე რიჟვაძე არის არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიონალი. ის ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას ანუ ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობას. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ის იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“,- განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს