არჩილ თალაკვაძე - პროპორციულ  სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული დემოკრატიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“საქართველო ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სუპერსაპრეზიდენტოდან გაცილებით სტაბილურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა იოლი არ იყო. მანამდე არსებული კონსტიტუციური სტრუქტურა არასაიმედო იყო და არ გააჩნდა ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.

საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გვწამს, რომ მომავალში უფრო სტაბილურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემას უზრუნველყოფს“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

“პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში “,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

“გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ“, - მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა