დავით უსუფაშვილი - მომავალ კოალიციებზე დღეს საუბარი უაზროა, დღევანდელი ძალთა თანაფარდობა არჩევნებამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

პროპორციული არჩევნები უდრის კოალიციურ მმართველობას, მაგრამ მომავალ კოალიციებზე დღეს საუბარი უსაგნო და უაზროა. დღევანდელი ძალთა თანაფარდობა არჩევნებამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება ახალი საარჩევნო სისტემის გამოც, მოსახლეობაში არსებული განწყობების გამოც და ახალი პოლიტიკური მოთამაშეების შემოსვლის გამოც, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შენების მოძრაობის“ სამომავლო პრიორიტეტია ისეთი ახალი, ცენტრისტული, ქვეყნის უკეთ მართვის შემძლე პოლიტიკური ორგანიზაციის თანადამფუძნებლობა, რომელიც გაისიგრძეგანებს 30 წლიან მწარე პოლიტიკურ გამოცდილებას, ასპარეზს გაუხსნის ახალ თაობას ახალი ხედვებით და დაასრულებს მტრობაზე და სიძულვილზე დაფუძნებულ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას.

არც წარსულში ვყოფილვართ რაიმე გაერთიანებაში და ვერც მომავალში ვხედავთ თავს კოალიციაში, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსთან. დარწმუნებული ვარ, იგივე დამოკიდებულება აქვთ მათ ჩვენდამი, რისი მიზეზიც გაცილებით ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.

წარსულში ვიყავი როგორც 2003 წლის, ისე 2012 წლის ცვლილებების თანამონაწილე და ერთგული ვრჩები იმ პრინციპების და დაპირებებისა, რომლებიც ჯერ „ნაცმოძრაობამ“ დაივიწყა და შემდეგ - „ოცნებამ“. ვნახოთ, რომელიმე მათგანისთვის წარსული იქცევა თუ არა გაკვეთილად, რაც ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში თანამონაწილეობას შეაძლებინებთ. ჯერ-ჯერობით არც ერთს არაფერი ეტყობა საამისო და თავს მხოლოდ იმით იწონებენ, რომ „იმან ხომ მეტი გააფუჭა“ ან „ესეც ხომ ისევე ცუდად იქცევა“, - წერს უსუფაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო