მოსამართლეობის კანდიდატი დიანა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ სასამართლო დარბაზში ადამიანებს უნდა მიეცეთ ემოციების გამოხატვის საშუალება

ზოგჯერ ადამიანი ემოციებს, თავის გულისტკივილს გამოხატავს და ცოტა უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ისაუბროს ემოციურად, ოღონდ, ისე არა, რომ მთლად ერთმანეთს გააცალონ ქოჩორი,-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დიანა ბერეკაშვილმა იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - როგორ აფასებს მოსამართლის როლს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

მისი განმარტებით, სასამართლო სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანები თავიანთ ემოციებსაც გამოხატავენ და ამგვარად საუბრის შესაძლებლობა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მიეცეთ.

"მოსამართლე ძალიან მომზადებული უნდა მივიდეს სასამართლოს სხდომაზე. თითოეულ საკითხის ფურცელი უნდა ჰქონდეს შესწავლი. თუ საქმე არ იცი, კითხვასაც ვერ დასვამს. როცა გაჩერებული ხარ და საერთოდ ხმას არ იღებ, მხარეები ერთმანეთს დასცხებენ...ისე, ზოგჯერ შესაძლოა, ერთმანეთს დასცხონ, რადგან სიმართლეს ამბობენ", - განაცხადა დიანა ბერიკაშვილმა.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჰკითხა - ასეთ დროს მოსმენილ სიმართლეს საქმეს საფუძვლად დაუდება, თუ არა.

" ასეთ დროს მოსმენილი სიმართლეა სიმართლე, ბატონო დიმიტრი. დარბაზში წესრიგი ძალიან მნიშვნელოავანია, მაგრამ ჩემთვის ის დღე არის ერთი რუტინული სამუშაო დღე, მაგრამ იმ მხარისთვის, რომელიც სხდომათა დარბაზში მოვიდა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბუნებრივია,ის უნდა იყოს ეთიკის ჩარჩოებში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ემოციებს,თავის გულისტკივილს გამოხატავს და ცოტა უნდა მივცეთ შესაძლებლობა ისაუბროს ემოციურად.ოღონდ ,ისე არა რომ მთალად ერთმანეთს გააცალონ ქოჩორი",- განაცხადა დიანა ბერიკაშვილმა.

ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ "ქალბატონი დიანა, თავის ამპლუაშია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის