ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული მუხრან ფანგანი - ცუდ დროს, ცუდ ადგილას მოვხვდი, მრცხვენია ჩემი საქციელის

ცუდ დროს, ცუდ ადგილას მოვხვდი და მე მგონია, არ არსებობს ჩემი დაპატიმრების აუცილებლობა, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთმა, მუხრან ფანგანმა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულის თქმით, პარლამენტის წინ აქციაზე, მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია და დაკავებისას არც სამართალდამცველებისთვის გაუწევია წინააღდეგობა.

"მე მგონია, არ არის დაპატიმრების აუცილებლობა, იმიტომ, რომ არც ვიცოდი რომ ამ მუხლით აკავებნენ აქციის მონაწილეებს და არ ვაპირებდი დავმალულიყავი. როცა სამართალდამცველები მოვიდნენ, გავყევი ნებაყოფლობით. არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, მანდ შემთხვევით მოვხვდი და როცა მივხვდი, რომ ჩემი ქმედება სწორი არ იყო, დავტოვე მიმდებარე ტერიტორია. არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია. ადრეც მქონია შეხება სამართალდამცველებთან და მაშინაც ასე მოვიქეცი", - განაცადა პროცესზე ბრალდებულმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რას იტყოდა ბრალდებული იმის შესახებ, რომ პროკური აპელირებს მისი მხრიდან შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენაზე, ფანგანმა განაცხადა, რომ "ძალადობა მის პრინციპებს ეწინააღმდეგება".

"მიუღებელია ჩემთვის ძალადობა. მინდა მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება. ძალადობა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. უბრალოდ ცუდ დროს მოვხვდი, ცუდ ადგილას", - აღნიშნა ბრალდებულმა.

როგორც მან განაცხადა, ის ბრბოს ქმედებას აჰყვა და რცხვენია თავისი საქციელის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ გიორგი მუკბანიანის შუამდგომლობა და დღეს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთს, მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა