მოსამართლეობის კანდიდატი დიანა ბერეკაშვილი - ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია

ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, დიანა ბერეკაშვილმა იუსტიციის საბჭოზე გასაუბრების დროს განაცხადა. მან უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, ეთანხმება, თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ ის "სასამართლოს ლიდერია".

ბერეკაშვილის თქმით, რას გულისხმობდა მურუსიძე მის ამ განცხადებაში, ეს თავად მას უნდა ჰკითხოს.

"ვფიქრობ, ბატონი ლევანი გულისხმობდა იმას, რომ ის არის ძალიან გულისხმიერი, ყურადღებიანი, მეგობრული და ბევრი ადამიანური დადებითი თვისებები აქვს. შესაძლოა, ამას გულისხმობდა ლიდერის რანგში. მე ვფიქრობ, რომ მაგალითად, სასამართლოში მეც შეიძლება ვიყო ლიდერი, მეც ვარ ლიდერი, კარგი მოსამართლე, რომელსაც შეიძლება სხვა მოსამართლემ ჭკუა ჰკითხოს, დარიგება მიიღოს მისგან არამარტო სამოსამართლეო საქმიანობაში. ანუ ამას თუ გულისხმობთ,მაგალითად, მეც მიმაჩნია ეს. სხვა შემთხვევაში, ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ამ პასუხის შემდეგ ჯანეზაშვილმა მორიგი კითხვა დაუსვა ბერეკაშვილს, რომ უნდა გამოხატავდეს, თუ არა მოსამართლე რელიგიურ კუთვნილებას და უნდა ატარებდეს თუ არა ჯვარს მანტიის ზემოდან.

"მანტიის ზემოდან არ ვატარებ ჯვარს. არამარტო მანტიის ზემოდან, კაბის ზემოდანაც არ ვატარებ, თუმცა ყოველთვის ვატარებ ჯვარს", - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა