პროკურორმა განმარტა, რატომ ითხოვდა ბრალდების მხარე 20-21 მოვლენების საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანისთვის პატიმრობის შეფარდებას

არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები, რაც მდგომარეობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებებისთვის ხელის შეშლის საკითხებში, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთის, მუხრან ფანგანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ფანგანს, მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულია ათეულობით პირი. მათ შორის, არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები, რომლებიც აქციაზე 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტთან იმყოფებოდნენ.

"ჩვენი შუამდგომლობა იყო საფუძვლიანი, დასაბუთებული, რაც გაიზიარა სრულად სასამართლომ. დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. აღნიშნულ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სტანდარტი გახლავთ დასაბუთებული ვარაუდი, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულების სახით. ეს გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების და ონფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც წარმოდგენილი იყო კონკრეული ბრალდებულის მიმართ", - აღნიშნა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა