ნათია თურნავა - ჩვენი ბაზრები არის საკმარისად დივერსიფიცირებული

ჩვენი ბაზრები არის საკმარისად დივერსიფიცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ექსპორტის ნაწილში დივერსიფიცირებულ ბაზრებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უამრავი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

„ჩვენი ბაზრები არის საკმარისად დივერსიფიცირებული. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი. იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებთ თავისუფალი ლიბერალური ბაზრის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას. გვაქვს უამრავი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, ვისაც ერთდროულად აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ჩინეთთან და მათ შორის ჰონკ კონგთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, მოლაპარაკება მიმდინარეობს ინდოეთთან, ისრაელთან და ასე სხვა ქვეყნებთანაც“, - განაცხადა მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა