სოფელ ფხვენისის სკოლას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეწვევა

18 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისის საჯარო სკოლას, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებული კონკურსის “მოვუაროთ სკოლას“ ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ეწვევა.

კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგად სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლის ადმინისტრაციამაც მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავა და დანერგა.

“სოფელი ფხვენისის საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განახორციელა, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. #მოვუაროთსკოლას კონკურსის ფარგლებში ფხვენისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია და სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის რეკომენდაციებს.

ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია, რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას“, - ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#მოვუაროთსკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.

ცნობისთვის, 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო