კახა კალაძე თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებას უსურვებს

დღეს აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით - კანდიდატურად წარდგენილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ რიჟვაძე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული იქნება.

“მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა. დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის იქნება წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა