ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრება პროცედურული და საორგანიზაციო კუთხით არ იყო მოწესრიგებული

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობია კანდიდატებთან გასაუბრების დღევანდელი ეტაპი დასრულდა. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ საბჭოს წევრები ყოველ ეტაპზე 5-5 კანდიდატს გაესაუბრებოდნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითოულ კანდიდატთან გასაუბრებას დაახლოებით რამდენიმე საათი დასჭირდა, საბჭო დღეს ხუთი კანდიდატიდან მხოლოდ სამს გაესაუბრა. ესენი არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია და დიანა ბერეკაშვილი.

სამივე კანდიდატთან გასაუბრება, დაახლოებით 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება მერაბ გაბინაშვილს და თამარ ბურჯანაძეს,რომლებმაც დღეს გასაუბრების გავლა ვერ მოასწეს,მათ იუსტიციის საბჭოს წევრები 19 ივლისს გაესაუბრებიან.

საბჭოს არამოსამართლე წევრის,ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პროცედურული და საორგანიზაციო თვალსაზრისით დღევანდელი გასაუბრება არ იყო მოწესრიგებული.

"იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე,რომელიც რეალურად, აქ უნდა იყოს და ხელმძღვანელობდეს საორგანიზაციო საკითხებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და როგორც ჩანს, დაკავებულია გასაუბრებისთვის მოსამზადებლად. შესაბამისად, დღევანდელი გასაუბრება, ჩემი აზრით, რეალურად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ შეეზღუდათ შესაძლებლობა იმისა, რომ მე და ანა დოლიძეს კითხვები დაგვესვა, თუმცა შევძელით და მოვახერხეთ, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობა განგვეხორციელებინა. ამომწურავად დაგვესვა ყველა არსებული შეკითხვა", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრების მიერ კანდიდატებისთვის დასმული შეკითხვების უდიდესი ნაწილი არარელევანტური და პროვოკაციული იყო.

"დღეს შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ 5-5 კანდიდატის ნაცვლად ხვალ და ზეგ დავიბაროთ 3-3 კანდიდატი. 18 ივლისს, 11:00 საათზე გავესაუბრებით პირველ კანდიდატს, დანარჩენებს კი 14:00 საათზე და 17:00 საათზე. ვეცდებით, ამ გრაფიკით ვიმუშავოთ ყოველ დღე, სანამ არ გავესაუბრებით 50 კანდიდატს", .განაცხადა გვრიტიშვილმა.

აღსანიშნავია,რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა