იენს სტოლტენბერგი - ჩვენ არ მოგვიმზადებია მსოფლიო უფრო მეტი რუსული რაკეტებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შესახებ შეთანხმების გადასარჩენად ცოტა დრო რჩება.

სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი არ დაუბრუნდება შეთანხების შესრულებას 2 აგვისტომდე, ამას წინასწარ გაზომილი და თავდაცვითი პასუხი გაეცემა.

„ჩვენ არ მოგვიმზადებია მსოფლიო უფრო მეტი რუსული რაკეტებისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმება აშშ-სა და მაშინდელ საბჭოთა კავშირს შორის კრძალავს მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედ რაკეტებს. დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთი აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მოსკოვმა ბრალდებები უარყო, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ შეასრულებს პირობებს და დაიწყებს ახალი იარაღის სისტემის განვითარებას.

იენს სტოლტენბერგი - საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შეთანხმების გადასარჩენად ცოტა დრო რჩება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს