იაპონიაში, ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ განგებ გააჩინეს. როგორც პოლიცია იტყობინება, უცნობმა მამაკაცმა სტუდიაში გაურკვეველი სითხე გადაასხა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. ეჭვმიტანილი დააკავეს, მას სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. რა იყო ხანძრის გაჩენის მოტივი უცნობია. სხვა დეტალებზე პოლიციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კიოტოს ანიმაციის სტუდიაში პოპულარულ ანიმაციებს ქმნიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო