დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი ჩავარდა

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი ჩავარდა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 332 კონგრესმენმა, მომხრე 95 იყო.

იმპიჩმენტის ინიციატორი დემოკრატი კონგრესმენი ტექსასიდან ალ გრინი იყო, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ამ რეზოლუციის გატანას, თუმცა ამჯერად ქვედა პალატის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე მისი დაყენება მოახერხა. თვით წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწინააღმდეგებოდა ამ საკითხის დაყენებას, ვიდრე არ იქნებოდა პალატის სასამართლო კომიტეტის დასკვნა ტრამპის შესძლო გარიგების თაობაზე რუსეთთან და მიულერის გამოძიებისთვის შესაძლო ხელის შეშლის თაობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა დიდი ხნით გადაიდო.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა