გრიგორი კარასინი - ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს - პირობები მკაფიოა: რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე მოსკოვი კვლავ არ ამბობს უარს.

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში იყო და რჩება. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, მიმართული ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, ორმხრივ დღის წესრიგში ვიზების საკითხის გაუქმების დაბრუნებას შეძლებს“, - განაცხადა კარასინმა.

ავიამიმოსვლის განახლების თემაზე საუბრისას კარასინმა განაცხადა: „ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. ეს მთლიანად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა“, - განაცხცადა გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა