პროკურორი - რა ინფორმაციის მატარებელია გრიგოლ ვაშაძე, ეს დაკითხვის დროს გამჟღავნდება

გამოძიებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გრიგოლ ვაშაძე მოწმის სახით სასამართლოში დაეკითხა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა სასამართლოში განუცხადა.

როგორც გობეჯიშვილი განმარტავს, გამოძიებას გრიგოლ ვაშაძესთან ის კითხვები ექნება, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის.

"გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. გამოძიებამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკითხა გრიგოლ ვაშაძე მოწმის სახით სასამართლოში. თვითონ მოითხოვა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა. რა ინფორმაციის მატარებელია, ეს თავად დაკითხვის დროს გამჟღავნდება, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ თუ რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. დაისმება ყველა ის კითხვა, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოძიება, კითხვების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, ეს დამოკიდებულია მოწმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე. მტკიცებულებებზე და ფაქტებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა გობეჯიშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს. ის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს