ანა დოლიძე - საზოგადოება ხედავს ხშირ შემთხვევაში როგორი შეზღუდული ცოდნა აქვთ ადამიანებს, რომლებიც გასაუბრების მეორე ეტაპზე მოხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, საზოგადოება ნათლად ხედავს თუ როგორი „შეზღუდული ცოდნა“ აქვთ ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ გასაუბრების მეორე ეტაპზე.

როგორც დოლიძემ გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე კანდიდატებს, რომლებსაც ახლა უმაღლესი ინსტანციის მოსართლეობაზე აქვთ განაცხადი შეტანილი, კითხვებს დაუსვამენ მათ მიერ წარსულში განხილულ საქმეებზე, რომლებიც "აღიარებულია პოლიტიკურ საქმეებად".

„ჩვენ, მივაღწიეთ იმას, რომ დღეს, მთელი საზოგადოება ხედავს ხშირ შემთხვევაში როგორი შეზღუდული ცოდნა აქვთ ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ გასაუბრების მეორე ეტაპზე, რა დამოკიდებულება აქვთ მათ იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ცნობილია როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამდენად აქვთ გამოვლენილი წარსულში პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მედეგობა. საზოგადოება ხედავს, როგორ ადამიანებს მიანიჭა საბჭოს უმრავლესობამ უპირატესობა და გამოიყვანა გასაუბრებაზე. სწორედ,მსგავსად საზოგადოება დღესაც და მომავალშიც დაინახავს, როგორი მოსამართლეები და არამოსამართლეები და რა კომპეტენციის და რა კეთილსინდისიერების ხალხი წარსდგება საზოგადოების წინაშე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვლის მოუსმენენ.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს