ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში წამყვანი ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ქუვეითის ტურისტული სააგენტოების 60-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 12 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს ცნობადობის ამაღლების და ქუვეითიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, შეხვედრები B2B ფორმატის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება ქუვეითში ავიაკომპანია Myway Airlines-ს მხარდამჭერით მოეწყო.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, Myway Airlines თბილისიდან ქუვეითის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს. 25 ივლისიდან კი ჩარტერული რეისები ბათუმიდან ქუვეითის მიმართულებითაც შესრულდება.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში შეხვედრები გამართა. პრეზენტაციას საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების და ქუვეითის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნესურთიერთობები, იმ მიზნით, რომ საქართველოში გაიმართოს დიდი ზომის კონგრესები და ღონისძიებები,“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა