კახა კალაძე - რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავექვემდებაროთ

ჩვენ ვალდებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დავექვემდებაროთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რა მოლოდინი აქვს მას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

„რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და დავექვემდებაროთ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ სახელმწიფოსთან ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევას დაობს. საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მუხლებზე. ამასთან, სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ ითხოვს, რომ საკუთრებისა და გამოხატვის უფლების მუხლებთან ერთად დადგინდეს მე-18 მუხლის დარღვევა, რაც არალეგიტიმური (დაფარული) მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას გულისხმობს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თუკი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ეროვნულ სასამართლოში ხელახლა მოხდება ავტომატურად. შიდა დონეზე საქმის ხელახლა განხილვას დარნარჩენი მუხლებიც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს. მაგალითად, საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვა არ მოითხოვოს და თქვას, რომ საკუთრების დაკარგვა კომპენსაციით ანაზღაურდეს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს მიიღებს, საბოლოო არაა და ის ძალაში გამოცხადებიდან 3 თვის შემდეგ შევა, თუკი რომელიმე მხარემ ის დიდ პალატაში არ გაასაჩივრა.

რაც შეეხება გადაწყვეტილოების აღსრულებას, მისი ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს აღსრულების გეგმა უნდა წარუდგინოს, როგორ უნდა აღსრულდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება და შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ან იწონებს ამ გეგმას ან შენიშვნებით უბრუნებს უკან მთავრობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო