შოთა გეწაძე - პარტიების დაჯარიმების საკითხი მე არ განმიხილავს, არ ვიცი, რატომ გაჟღერდა ეს მედიაში

პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების საკითხები მე არ განმიხილავს, არ ვიცი, რატომ გაჟღერდა ეს მედიაში, ეს არის არასწორი ფაქტი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა. მას შემდეგ რაც საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრებაზე კანდიდატის ბიოგრაფია წაიკითხა, მოსამართლე შოთა გეწაძემ განმარტების გაკეთება მოისურვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მას პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების საკითხები აქვს განხილული.

"როდესსც ჩემი ბიოგრაფია გამოაცხადეთ, მათ შორის, ერთ-ერთი იყო პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების საკითხი, რაც პრესაშია გავრცელებული. გავეცანი ჩემს თაობაზე არსებულ ინფორმაციას, უბრალოდ, უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მომეხსენებინა თქვენთვის ამის შესახებ, რომ მე არ განმიხილავს ასეთი საკითხები. არ ვიცი, რატომ გაჟღერდა ეს, უბრალოდ, ეს არის არასწორი ფაქტი. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგი, უბრალოდ, მე არ განმიხილავს და რატომ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ ამ საკითხებს ვხილავდი, არ ვიცი. უბრალოდ ამ ფაქტის უარყოფა მინდა", - განაცხადა გეწაძემ.

ამასთან, გეწაძის თქმით, სასამართლო სისტემაში 16- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და შესაბამისად, არსებობს ობიექტური საფუძველი, რომლის თანახმად, წარმატების იმედი და პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს