ინდოეთში 4 600 სოფელი დატბორილია - საგანგებო სამსახური ხალხის ევაკუაციას ცდილობს

ინდოეთის ჩრდილო აღმოსავლეთში, ასამის შტატში დატბორვის ზონაში უკვე 5,7 მილიონი ადამიანი ხვდება. ამ რეგიონში კვირაზე მეტია ძლიერი წვიმაა. 4600 სოფელი მთლიანად დატბორილია. 151 ათასი ადამიანი დროებით საცხოვრებლებშია ევაკუირებული. შტატის 11 მდინარე, მათ შორის ინდოეთში ერთ-ერთი უდიდესი - ბრახმაპუტრა ნაპირებიდან არის გადმოსული. სტიქიის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული.

ხალხის ევაკუაციას საგანგებო სამსახურის 15 ქვედანაყოფი ცდილობს. მათ ეხმარებიან არმიის ნაწილები, მათ შორის სამხედრო ავიაცია. სამაშველო ოპერაციები გართულებულია გზების დატბორვის და ხიდების დაზიანების გამო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა