გრიგოლ ვაშაძე - სასამართლოს წუთი წუთზე მოვუყევი ყველაფერი, რაც აქციაზე ხდებოდა - ბრალდების მხარე ვერ შეედავება ვერც ერთ ამ დროის მონაკვეთს

ბრალდების მხარე ცდილობდა, გამოკითხვა წაეყვანა იმ მიმართულებით, 20 ივნისის დილიდან იყო თუ არა რომელიმე ჯგუფის მცდელობა, დაეგეგმა სახელმწიფო გადატრიალება ან ძალადობის გამოყენება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისი დაკითხვის შესახებ და აღნიშნა:

„ყველაფერი იყო კორექტულად, ბრალდების მხარე ყველანაირად ცდილობდა გამოკითხვა წაეყვანა იმ მიმართლებით, ვითომ იყო თუ არა 20 ივნისის დილიდან რაიმე მცდელობა ან ფაქტი, პიროვნებების რომელიმე ჯგუფს ერთმანეთთან მოელაპარაკა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ან ძალადობის გამოყენებაზე. ჩემი პასუხი იყო, რომ ისეთი იმპროვიზირებული მე ცხოვრებაში არაფერი მინახავს, როგორც 20 ივნისის 19:00 საათზე შემდგარი მანიფესტაცია იყო, როდესაც მოქალაქეები ერთმანეთს ჯერ კიდევ დღის თორმეტ თუ პირველ სააათზე სოციალური ქსელების მეშვეობით მოელაპარაკნენ. ნურც ერთი ოპოზიციური პარტია ნუ ეცდება იმის მტკიცებას, რომ ის იყო რამის ორგანიზატორი. ორგანიზატორი იყო საქართველოს მოქალაქე. მე სახელმწიფო გადატრიალება არ მინახავს, რომელსაც ნორმალური ხმის აპარატურაც არ აქვს, ხელისუფლების და ხელისუფლების წარმომადგენელი ბრალდების ეს მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. მათ წუთი წუთზე მოვუყევი ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. ბრალდების მხარე ვერ შეედავება ვერც ერთ ამ დროის მონაკვეთს. იმედი მაქვს, რომ ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე, კიდევ დამიბარებენ. წყნარად, მშვიდად ვილაპარაკეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა