სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით, როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო. ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღნიშნული თანხა - 50 ათასი ევრო სახელმწიფომ დაზარალებულ ოჯახს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა