ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სამხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ახალ ვიკარიუსს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სამხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ახალ ვიკარიუსთან, ვარდაპეტ მაღაქია ამირიანს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ვარდაპეტ მაღაქია ამირიანს მიულოცა ახალ ვიკარიუსად არჩევა, მან სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

ვიკარიუსმა ვარდაპეტმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიუსი ვარდაპეტ მაღაქია ამირიანი ოფიციალურად 20 მარტს გახდა. იგი 2008 – 2011 წლებში სასომხეთის სასულიერო სემინარიას ხელმძღვანელობდა და ასევე მოღვაწეობდა არგენტინის სომხურ თემში“, - აცხადებენ რელიგიის სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა