მამუკა არეშიძე - “ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ კოალიციური ტიპის მთავრობაში  „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოხვდეს

“ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ კოალიციური ტიპის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოხვდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. არეშიძის თქმით, „ქართული ოცნებისათვის“ ხელსაყრელია კოალიციური მთავრობა, რადგან მაღალი პროცენტის მიღების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, ერთი მხრივ, თვითონ შეარჩიოს პარტნიორი და მეორე მხრივ, დადებითი იმიჯი შეიქმნას როგორც საქართველოს საზოგადოების, ისე ჩვენი პარტნიორების თვალში.

“საინტერესოა, მოხვდება თუ არა კოალიციური ტიპის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი გაკეთდება რომ არ მოხდეს, ამ თვალსაზრისით, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში მოხვედრის ხიბლმა ხელი შეუწყოს იმ პარტიებსაც, რომლებიც დღეს არიან თემატურ ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ აუცილებლად შეეცდებიან, რომ თვითონ მოხვდნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოხვდეს. მოხდება წვრილ-წვრილი პარტიების გამსხვილება, ზოგი შეუერთდება რომელიმე მსხვილ ოპოზიციურ ძალას. ეს პარტიებიც კი, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებულ ოპოზიციაში, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, თუ შესთავაზებენ კოალიციურ მთავრობაში ყოფნას „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე, აუცილებლად დათანხმდებიან. კოალიციური მთავრობის პირობებში “ჭრელ პარლამენტს” აუცილებლად მივიღებთ, როგორც პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს ასე იქნება, ეს არის აქსიომა, მაგრამ პრაქტიკა 1992-1993 წლების გვკარნახობს, რომ შეიძლება იყოს პარლამენტი ჭრელი, მაგრამ საქმე გაკეთდეს. იქნება მრავალპოლუსიანობა, აღარ იქნება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული იცნება” და გონივრული მართვის პირობებში ეს დადებით შედეგს მოგვიტანს”, - განაცხადა არეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა