მიხეილ სააკაშვილი - მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება

მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

მიხეილს სააკაშვილმა როგორც მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკოსებს ერთად დგომისკენ და საყოველთაო მობილიზაციისაკენ მოუწოდა.

„მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ერთად დგომით მიზანს მიაღწევენ.

„ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, თუ ერთად ვიქნებით და ვიდგებით ერთად. მე ვარ თქვენთან და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიბრძოლო“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე