წულუკიანი - თითოეული მოსამართლის ქცევებიც კი იქნა შეფასებული, ვიდრე სტრასბურგი იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ საქართველოში ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა

თითოეული მოსამართლის, მოსამართლის ოჯახის წევრების ქცევებიც კი იქნა გაანალიზებული და შეფასებული მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დიახ, საქართველოში ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდათ.

„სხვადასხვა დროს წარდგენილი 400 -ზე მეტგვერდიანი შესაგებლების, მათ შორის, მესამე მხარეების საპასუხოდ, სრულად იქნა გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო. ეს არ დადგენილა ზოგადი მსჯელობის შედეგად. თქვენ ნახავთ, რომ თითოეული მოსამართლის, მოსამართლის ოჯახის წევრების ქცევებიც კი იქნა გაანალიზებული და შეფასებული მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დიახ, საქართველოში ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა, რომ საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული პრეტენზიები არის ევროპულ დონეზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. რაც მთავარია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში სასამართლომ არც კი განიხილა დავა და ჩათვალა ის დაუშვებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა