მამუკა მდინარაძე - დღეს "ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი

დღეს "ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „რუსთავი 2“-ის და მის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის შესახებ ნიშნები არ ყოფილა.

„დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „რუსთავი 2“-ის და მის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის შესახებ ნიშნები არ ყოფილა. ეს ერთი და მეორე - შეჩერების ის მექანიზმი, რაც აღსრულებას შეეხებოდა, გაუქმებულია და მოხსნილი ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. რამდენიმე შემთხვევაშია ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი. სხვა შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსს და შინაარსს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა