ექიმის ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს  კლინიკაში შეყვანისას თავის და გულმკერდის არეში ტკივილი და მარჯვენა ხელ-ფეხის დაბუჟება აღენიშნებოდა

ექიმის განცხადებით, ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან ჯიქურის მდგომარეობა სტაბილურია. ჯიქური 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჯიქური საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის დროს გახდა ცუდად.

„შემოსულ პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტკივილი, გულმკერდის არეში ტკივილი, მარჯვენა ხელ-ფეხის დაბუჟება. პაციენტს ეს ჩივილები დაეწყო საავადმყოფოში მოყვანამდე 1 საათით ადრე, პაციენტი მოყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. წინასწარი დიაგნოზი არის თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა ვიტალური ორგანო ნორმის ფარგლებშია და მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, რომ აქციის სამი მონაწილე გენერალურმა პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათგან ორს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს