ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი, ალექსანდრე თევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მ.შ. ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის “Human Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტს გაცნობოდა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირცველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი.

ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეხვედრების ორგანიზებას სხვა სამშენებლო პროექტებზეც გააგრძელებს, - აღნიშნულია ინფრომაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა