თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერმა სარეაბილიტაციო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი სამ თვეში განხორციელდება.

„გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო. წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და გარეგანათების შეცვლის შემდეგ ჩატარდება კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად შეიცვლება. ამასთან, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო