შოთა გეწაძე - იუსტიციის საბჭოს წევრის მიერ საბჭოს მეორე წევრის თუ მოსამართლის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება

იუსტიციის საბჭოს წევრის მიერ საბჭოს მეორე წევრის თუ მოსამართლის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება. ამასთან, მოსამართლისგან საბჭოს წევრის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიმ კანდიდატს ჰკითხა, სად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, როდესაც ის ზოგიერთი მოსამართლეს "ზურაბ ადეიშვილის ნარჩენს უწოდებს". ამასთან, ნადარაიამ მიმართა შოთა გწაძეს, რომ ვინაიდან ეს არის კონკურსის პირობებში დასმული უხერხული შეკითხვა, შეეძლო არ ეპასუხა.

"გეთანხმებით, რომ ეს უხერხული შეკითხვაა, მაგრამ მე, აქ მხოლოდ ტკბილი შეკითხვებისთვის არ მოვსულვარ. მზად ვარ ვუპასუხო ნებიმიერი ტიპის შეკითხვას, მათ შორის მწვავეს, ნაკლებად მწვავეს, არამწვავეს და სუპერმწვავეს. გულახდილად სასაუბროდ მოვედი, რასაც ვსაუბრობ იმას ვფიქრობ, არაფერს ვმალავ, არც თქვენ გატყუებთ და არც საზოგადოებას. უბრალოდ, ნება მიბოძეთ შემოვიფარგლო ზოგადი პასუხით - იუსტიციის საბჭოშიც საბჭოს წევრის მიერ იუსტიციის საბჭოს მეორე წევრის, თუ მოსამართლის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება. ამასთან, მოსამართლისგან საბჭოს წევრის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება. ერთმანეთი ვაკრიტიკოთ რამდენიც გნებავთ, მეც მაკრიტიკეთ, მეც გაგაკრიტიკებთ საჭიროების დროს, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ არასდროს და ამას არც თქვენგან მოვითმენ", - განაცხადა შოთა გეწაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი უკვე ჩანიშნა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო