გია ვოლსკი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ამჯერად, დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. ასე რომ, სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან თუ შევადარებთ ციფრებს, წინააღმდეგი მხოლოდ ერთ „ქეისში“ იყო ის მოსამართლე, ვინც თავიდან ეს გადაწყვეტილება მიიღო შეჩერების თაობაზე. დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს, რომელიც იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ანუ სახელმწიფოს და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პერაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი. ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს, რომ ქონების წართმევა-წაგლეჯვა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. იგივე ვაზაგაშვილის და მეორე მოქალაქის თემასთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების ძალიან მძიმე ფაქტიც დადასტურდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულებები ჩაიდინა თავის დროზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც ვოლსკი აცხადებს, ეს ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია, აღსრულებას როდის დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა