ირაკლი კოვზანაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიები რადიკალურად შეცვლის როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო მმართველობის  სახეს

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინტერნეტიზაცია, სოციალური ქსელები, ციფრული და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ელექტრონული ბიზნესი და ელექტრონული მმართველობა მომავალში რადიკალურად შეცვლის როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო მმართველობის ტრადიციულ სახეს და მომსახურეობის ფორმებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტის განვითარების პროექტის დასკვნით ღონისძიებაზეგანაცხადა, რომელიც სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

კოვზანაძის თქმით, ტექნოლოგიური ცვლილებები საფინანსო-საბანკო სფეროზეც მკვეთრად აისახა, მაგალითად კი დაასახელა ე.წ. „ნეობანკები“, რომელთაც არ გააჩნიათ მომსახურეობის ოფისები და მთლიანად ონლაინპლატფორმას წარმოადგენენ, შესაბამისად, ადამიანის ჩანაცვლება ხდება პროგრამული უზრუნველყოფით და ხელოვნული ინტელექტით. მისი თქმით, რეალობაა აგრეთვე ანგარიშსწორება საბანკო არხების გარეშე და ამ მიმართულებით უდიდესი შესაძლებლობები იკვეთება სოციალური ქსელების და ციფრული ფულის ჭრილში, ასევე ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტები და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო, საანგარიშსწორებო და სხვა ფუნქციების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია პერსპექტივაში.

„საქართველო ცდილობს არ ჩამორჩეს მოვლენებს: უკვე დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს სახელწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, საჯარო ფინანსების მართვის სისტემები, რომელიც მოიცავს ხაზინის, ბიუჯეტის, სახელმწიფო ვალის სისტემებს, ადამიანური რესურსების მართვის ინფორმაციულ სისტემებსა და საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და აუცილებელია, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება სარგებელთან ერთად დაკავშირებულია ახალ გამოწვევებსა და რისკებთან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებასთან“, - განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშუალებით საქართველოს პარლამენტი ახორციელებს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკზე.

„ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ფორმულა - უზრუნველვყოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და, ამავე დროს, გავახორციელოთ მის საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს